Wednesday, October 12, 2022

 ექპრომტად ძვირფას Maia Diakonidze

ღიმილ გიხდება ქალაო,
ხშირად გახსენი ბაგეო,
ხელში გეჭირა მარაო,
სიზმარში როცა გნახეო,
მაგრამა ვის უღიმოდი,
ვეღარსად დავინახეო.

ვხედავ არც მარაო მოსწონთ,
არც ჩემ მომღიმარ სახეო,
გადარეული ფეისზე
ვერავინ დავინახეო,
ვისაც ვუღიმი, არც ის ჩანს,
ვერც მას დავუგე მახეო.

No comments:

Post a Comment