უთვალავჯერ გკოცნი, ვმადლობ მაღლა ზენას,
შენი კოსმიური მზერა შემახვედრა,
მის სიღრემეს და სიგრძეს ვინ გაზომავს ნეტა,
მე კი მისი ხილვა ძლიერ მენატრება.
დაგიკოცნი თვალებს, ზურმუხტ-ფირუზს, უნჯებს,
ალბათ ანგელოზებს დაესესხნენ ფუნჯებს
შენი წინაპრები: პაპა, მამა, დედა,
აბა, ასე კარგი შენ ვინ გამოგძერწა?!
დაგიკოცნი თითებს, ჩემდა სალოცავებს,
რომ ამღერებს ლექსად ლამაზ სტრიქონ-ჰანგებს,
ზოგჯერ ლოდინს მცირე სარგებელიც მოაქვს,
იმ დღის მზეს ვფიცულობ, შენ შეგხვდები როცა.
No comments:
Post a Comment