რად არ მიშუშებ, ღმერთო, იარებს,
რად ვერა ვხედავ ახლოს მის სახეს,
მომძახის ქარი, - დაიგვიანე,
ნუღარ ახსენებ შენ იმის სახელს.
დიდი ხანია სხვისია, სხვისი,
სხვას ხურავს უკვე ჭრელი მანდილი
და მე სუნი მცემს ნოტიო მიწის,
ცრემლით დამბალი ოქროს სათიბის.
ბაგეზე ვიგრძნობ მის ტუჩთა გემოს,
ხელების ცახცახს და აღმაფრენას,
მაგრამ მზის სხივში იმ ხეთა ჩეროს,
შენაცვლებია სულ სხვა არენა.
და მე მივყვები დამფრთხალ მზეწვიებს,
რომ არ აცალეს ცაში გაფრენა,
და ვთხოვ გამიშვას მამაზეციერს,
შევძლო ნამსხვრევი ფრთების აწევა.
No comments:
Post a Comment