Thursday, October 13, 2022

,,მიყვარხარ", სულ გეუბნები,
მეტი რა უნდა გითხრა,
მაგრამ შენ მიხსნი, ამ გრძნობას
ვერ დაიტევსო სიტყვა.
,,იქმნესო ცა და ხმელეთი"
და დედამიწა იქმნა.
მეც გეუბნები, ,,მიყვარხარ",
,,პირველად იყო სიტყვა",
იგი ხომ ყველგან დაფრინავს, მიწისაა და ცისა, მან მიტევებაც იცის და მადლის გაცემაც ღვთისა.
ლამაზია და ნარნარი,
როგორც რიჟრაჟის ფრთები,
მარადისობის ბაღნარი,
საბრძანებელი ზევსის.
ისე საამოდ სასმენი,
ვით ორფეოსის ქნარი,
ამ გრძნობის შესადარები,
არც იყო და არც არის.



No comments:

Post a Comment