სიმღერა (ხალხურ მოტივზე)
ვხვდები, მოგწონვარ, რაი ვქნა,
თავს ვერ შევადრი ფუფალებს,
შამამეყარე კაი ყმა,
აღარ მაცილებ ლურჯ თვალებს.
პირს გიმკობს უცხო ნათელი,
თვალს ცისარტყელას ფერები,
ენამ თქვას გულის სათქმელი,
თვალებით რას მეფერები.
მაია დიაკონიძე
19. 10.2022წელი
ეს რა ფიქრები აშალე,
წარსულის მოგონებიდან,
მან ხომ შენ ამოგარჩია,
უარი რატომ უთხარი,
გულს შეყვარებულს ვაჟისას,
თუმცა მოწმეა უფალი,
ვერას გაიგებ ქალისას...
ვისაც ვუყვარდით არ გვწამდა,
იმათი დითირაბების,
ვინაც კი თავად მოგვწონდა,
გვირგვინს ვადგამდით დაფნების,
ჩვენგან მიძღვნილი გრძნობები,
ესმოდა როგორც ზღაპრები,
ასე შემოვრჩით დღეს მუზებს,
სასიყვარულო ლექსებით
და მოგონებებს წარსულის,
სიზმარშიც ვეღარ ვეწევით.
ექსპრომტად შენთვის Maia Diakonidze ირინოლა ტყეშაველი საგან
ვიცი, რომ ამომარჩია,
სხვაც ბევრი იყო მაგეთი,
ეს ცხოვრება ხომ ჩარჩია,
No comments:
Post a Comment