ასე მგონია, ლექსებს ვერ ვწერ შენს შესაფერისს,
და ამიტომაც მოწონების ვერ გავხდი ღირსი,
იქნება ახლა ჯერალდინას დამდგარა ჯერი,
მერე სიუზის, მერე ლინდას, მერე კი სისის.
ვერ ვწერ მე ლექსებს, რომ მოსწონდეს იქნება მასებს,
ვერც ამ ცხოვრებას ვერ ავუღე სულ მცირე ალღო,
მაგრამ ლექსით ვცვლი სიყვარულით პირსავსე თასებს,
და სულის ჩიტებს ამ პატარა სტრიქონებს ვანდობ.
,
No comments:
Post a Comment