Friday, October 21, 2022

ჩანახატი


ჩანახატი

    არაყი უფრო გიყვარს, ვიდრე მეო. ეტოდა ცოლი. ისიც სვამდა და სვამდა. მაინც არ სჯერა ჩემი სიყვარულისო, მთვრალი რომ იყო, მაშინღა ეტოდა ხოლმე ცოლს, მიყვარხარო, იმას მაინც არ სჯეროდა. ერთ დღესაც მაიტოვა სმა. ცოლიც სხვანაირი გახდა და ეს ქვეყანაც. სხვა ქალი დაინახა ფხიზელმა, სხვა მოეწონა. მომწონხარო უთხრა იმან, ამასაც შეუყვარდა, ცოლისგან უარყოფილს. ხატვა დაიწყო. ხატავდა მზეს, ცას, ვარსკვლავებს, მაინც ის პირველი ცოლი ედგა თვალწინ. უკვირდა, რა მჭირსო. ერთ დღესაც მან მოაკითხა, უთხრა, მიყვარხარ, უშენოდ არ შემიძლიაო. წამოვიდა მეორესგან. ისევ სვამს. აღარ ხატავს., მაგრამ ცოლს სიყვარულს უხსნის, მიყვარხარო, ეუბნება, ქალსაც მეტი არაფერი უნდა, ბედნიერია....
მაია დიაკონიძე
21.10.2022წელ

No comments:

Post a Comment