Sunday, October 23, 2022

 ელგუჯა ციგროშვილი

რჩევა კაცებზე
გაბრაზებულ ქალებს .
( ფშაურ კილოზე .)
1. საქმე ეგრე არა წყდება ,
აქ სხვა ცეცხლის ადის ალი...
კაცებს გვხიბლავს ტუჩის საცხი ,
მოხატული კოხტად თვალი ;
2 . გაჩენიდან მუდამ სხვისთვის
იპრანჭება ყველა ქალი ,
მინდა ერთი რჩევა მოგცეთ
დავადგინოთ სამართალი :
3 . თუ რენდგენის სურათს დადებთ ,
იქნებ ვიცნოთ ჩვენი ძვალი ,
რომ ტყუილად არ გიცქიროთ ,
არ ვიხადოთ სხვისი ვალი .
ელგუჯა ციგროშვილი .
თესალონიკი . 22.10.2022 წელი .

კაცებისგან არა გვწყინს რა,
ხარბი არის კაცის თვალი,
ყველას უნდა გვერდზე ჰყავდეს 
ქალი ცეცხლი, ქალი ალი.

ახლა კიდევ რენდგენს გვთხოვენ,
მოგვისინჯონ უნდა ძვალი,
ამ მოზომვა-მიზოვაში,
ხომ დაგვრჩება მისი კვალი.

არა, ყაბულს ჩვენ არა ვართ,
ჩვეული ვართ ერთის ტრფიალს,
სინჯებისთვის მიაკითხეთ
მკერდ და ტუჩებ ბუშტებიანს.

რა თქმა უნდა, გაჩენიდან
სხვას უბრმავებს თვალებს ქალი,
და ამაში ქალს კი არა, ღმერთს მიუძღვის მგონი ბრალი,
რომ ლამაზი გააჩინა,
უზადოა მისი ფორმა,
ის არ მომწონს ღვთის შექმნილში
რომ შემოაქვთ სხვა რეფორმა.
დაუბერებს ქალებს ტუჩი,
მკერდი, ღაწვი, უკანალი,
მეშინია, ამ ოხრებმა
რომ არ გაჭრან სხვა კანალი.





No comments:

Post a Comment