ლევან
ბედნიერი ვარ შენით, შენს გამო...
მაგრამ კვლავ დარდის წვიმები მჩხვლეტენ...
შენ უჩემობა ღმეთმა შეგარგოს -
თუკი დამიტანს ფიქრების ლეთე.
არ ვიცი ახლა რა უნდა გითხრა,
რომ ყველა სიტყვა გულში მიწდება...
ერთი შეხვედრა სიცოცხლედ ღირდა -
ერთი ღიმილის არდავიწყებად...
No comments:
Post a Comment