Sunday, October 23, 2022

 თითქოს ქნარი მომაწოდეს ორფეოსის 

და  ვერცხლისფერ სიმებს ხელი დავუსვი,

ხმები მესმა ფრთაქათქათა ანგელოზის,

სულ ცოტა ხნით, წუთით, წამით დავდუმდი.

ზევით, ზევით ამიყვანა უცხო ხელმა,

და ფარფატა ლურჯ ღრუბლებში მიწვია,

შენი გული ისე სწრაფად, ჩქარა ძგერდა,

ისევ დაბლა დაბრუნებამ მიწია. 



No comments:

Post a Comment