ვერ გრძნობ, ჩემს სულში როგორ ჭკნება ტრფობის ვარდები,
უშენობით და უთქმელობით გულანაყარი
და ზეიმობენ ერთუჯრედა სალამანდრები,
უიმედობის მოუვიდეთ უნდა მაყარი.
თუკი გიყვარვარ, რაზედ მიჭკნობ სურვილის ვარდებს,
რაზედ ტირიან ფანჯარასთან ოლეანდრები,
და თუ სხვა გიყვარს, მაშ იფიქრე,მხოლოდ იმ სხვაზე,
მე ყინულივით შენი სხივის ფრთებქვეშ დავდნები
და წყლად ვიქცევი, ალბათ, კიდეც დავიმსახურე,
რისი ღირსიც ვარ, იმას ვიღებთ ამქვეყნად მხოლოდ,
მე გავუყვები კვლავ ბილიკებს მთლად უსახურებს
და მარტოობის შავ ლანდებში მიპოვი ბოლოს
No comments:
Post a Comment