Sunday, October 9, 2022

ნაზი ფლირტი (სატრფიალო)

 წვიმასთან მქონდა დღეს ნაზი ფლირტი,

თითქოს ვუსმენდი ბახსა და მოცარტს,

გულს ნაკვალევი რჩებოდა წვიმის

და ამძიმებდა ეს მცირე ცოდვაც.

და მაინც ციდან ცვიოდა წვიმა,

თან მზის ჭიატი მოჩანდა ცაზე,

ჩემს გულში წმინდა ცრემლებით წვიმდა,

თუმც ვერ ვხედავდი მე წვიმის სახეს.

.



No comments:

Post a Comment