Wednesday, October 5, 2022

შენი ღიმილი (სატრფიალო), ,,სადილაო" ექსპრომტი, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 შენი ღიმილი მზეს მაგონებს, 

ჭიატობ ცაში,

სხივთა ბაჭიებს აცეკვებ და 

მიგზავნი ხშირად,

სახეს მინათებ და ვიცინი, 

როგორაც ბავშვი,

მშვიდობიანს და სვებედნიერს 

მისურვებ დილას.

მზე არ უყვარდეს, ნეტავ ქვეყნად 

თუ არის ვინმე,

სხივთა ლაციცზე უარი თქვას, 

თუ არის სანდო?!

სადაც მიდიხარ, მეც იქითკენ 

ვაბრუნებ კისერს,

ვით მზესუმზირა, შენი სხივის 

დაჭერას ვლამობ.

მაია დიაკონიძე

5.10.2022 წელი


 ,,სადილაო" ექსპრომტი

საით არის ჩემი მზესუმზირა, დღეს ჩემს სხივებს რომ არ ჩაეხუტა? ჩემი ნახვა რატომ დააძვირა, თავს მარიდებს, ვით შორენას უტა. ელგუჯა ციგროშვილი თესალონიკი 6.10.2022 წელი




No comments:

Post a Comment