Sunday, October 16, 2022

ჩემს გულში

 ჩემს გულში სისხლი კი არა და, დაცურავს ჟანგი,

რომ შეჰპარვია გარეთ ხეებს, ოქტომმბრის დილას,
და როგორია ნეტავ სისხლი რუსის თუ ფრანგის,
ქართველის გულს თუ ჟანგი ჭამს და აღარც კი სძინავს!
გარეთ ვირტუოზ ქარს მიუდევს პირთან ფლეიტა,
და მღერის ისევ ძველებურად: ,,რით გაგახაროთ?!"
მიუმწყვდვიათ გრძნეულ დევებს ტყეში თემიდა, +
საქართველოში სამართალმა პური არ ჭამოს!
თემიდა - სამართლიანობის ქალღმეღთი ბერძნულ მითოლოგიაში
მაია დიაკონიძე
16.10.2022წელი
შეიძლება იყოს ძვირფასეულობა-(ი)ს გამოსახულება
მომწონს
კომენტარის დატოვება
გაზიარება

No comments:

Post a Comment