შენ გეძებ ისევ და არა აქვს ამას სასრული,
ჩიტში, ყვავილში, ნეკერჩხალში რომ თრთის და ღელავს,
შენ ხარ ვარსკვლავი, ღამის ბინდით გადაფარული
და ამიტომაც ეგრეგორის მოგაპყობ მზერას.
ბრძენთა ნათქვამში შენ პოულობ შენს გულისნადებს,
და ამით ხარობ, როგორც ერთი პატარა ბავშვი,
ოქროს თევზების დასაჭერად შლი ზოგჯერ ბადეს,
ხან კი ქარიშხლებს მიმოყვები დარდებით აშლილს.
მაგრამ სამყარო ვერ დაგმალავს შენ ჩემგან დიდხანს,
სულში კი მაინც იჭვის ჭია, დარდი ფათურობს,
იქნებ შენ მხოლოდ ჩემი ღამის სიზმარი გქვია,
დღისით ვიღვიძებ და შენ სულ სხვა მუზას მსახურობ.
No comments:
Post a Comment