იქნებ და...
(ხალხურ მოტივებზე)
არაგვის ტალღა-ნიაღვარს
ფეხთ ფირუზისფრად გაგიგებ,
ვაი, თუ, დამაგვიანდა,
გამწირა არსთა გამრიგემ!
სიკვდილს ვაპირებ და გზაზე,
შენ ნუღარ გადამიდგები,
ცად წამიყვანენ ღრუბლები,
მომეხვევიან ნისლები,
აქ თუ ვერაფრით გაამე,
მზის სხივად მოგევლინები,
ჩაგეხვევ, ჩაგეხურები,
რას დაგაკლებენ ბინდები.
მაია დიაკონიძე
13.10.2022წელი
ნეტავ რამ დაგაწერინა
ეს სატრფიალო ლირიკა,
უადგილოა კითხები,
არგასაშვები კრიტიკა...
შეყვარებული გიხილე,
გახარებული ძალზედა,
თვალს რად გარიდებს მოხევე
რად იხედება განზედა.
იქნება ,,არსთა გამრიგემ"
სხვადასხვა ბედი გარგუნათ,
წყაროსთავს ელის პირიმზე,
არაგვში გაათქარუნა...
დაკრიფე არაგვის პირას,
დეკას ბრდღვიალა ყვავილი,
არ გამაგონო ,,სიკვდილი.."
და აღარც შენი ბღავილი...
ეთერ ისაკაძე
12.10.2022წელი
ქალაუ, სწორედ აღნიშნე,
მომიხმო ხმამან არაგვის,
მასზედ ვარ შეყვარებული,
ოდიგან მამა-პაპათი,
გულ-ღვიძლს ის ამიყოილებს,
ვინc იცის წესი, ადათი,
იმის გავხდები თოლიგე,
სიყვარულს თუ კი დამაცდის.
მაია დიაკონიძე
12.10.2022წელი
No comments:
Post a Comment