Monday, October 10, 2022

წითელი კაბა (სატრფიალო)

წითელი კაბა
ტანს მეტმასნება წითელი კაბა,
თან მე ვარ თითქოს და თან მე არ ვარ,
მზე მაღლა ცაში თავისთან მიხმობს,
გამინაწილოს გრძნეული ძალა.
მე ვარ აისი, რომ ეკვრის ლურჯ ცას,
დაისი - გძირავს სიღრმეში ფიქრთა,,
როგორც ძვირფას ქვებს უძღვნიან სულთანს,
მეც სხივ-საჩუქრებს დაგაყრი ციდან.
მაია დიაკონიძე
10.10.2022 წელი




No comments:

Post a Comment