როგორ დამძიმდა ჩემი სული, ახლა ვიგრძენი,
ლაჟვარ ზეცაში ვინავარდოო, დამატყდა ფრთები,
შენ იცი მხოლოდ ჩემი ცოდვა, დიდო უფალო
რომ დავიღალე ამა ქვეყნად სიწმინდის ძებნით.
მომკიდე ხელი, თუ კი შენ არ გეხამუშება,
გამითბე გული, გულგრილობით გულანაყარი,
ვხედავ, ამქვეყნად მრავალია კიდევ ცდუნება,
გთხოვ, ამარიდო შეცდომები სულით საპყარის.
No comments:
Post a Comment