Saturday, October 22, 2022

ნეტავი, რად შემიყვარდი?! (ხალხურ მოტივებზე)

სიმღერა
(ხალხურ მოტივებზე)

სულ შენ რომ გებუბუნები,
ნათელოვ, დღის და ღამისა,
ნეტავი რად შემიყვარდი,
ნუთუ, ღირსი ხარ ამისა,
საითაც ქარი წამიყვანს,
გამოვყვე ფრენით ლამისა,
მაგრამ შორი ხარ, ოცნებავ,
სტუმარ ხარ მხოლოდ ღამისა.
სიზმრებში მოხვალ, სულისთქმავ,
იმედს მიტოვებ ხვალისას,
სანთელს დავანთებ, ვირწმუნებ,
შუქი გაგყვება ალისა,
მაგრამ თუ არა გჭირდები,
მე ვერ დაგიჭერ ძალისად,
ღმერთმა გზად მოგცეს ნათელი,
ანგელოზების დასისა.
მაია დიაკონიძე
23.10.2022წელი



No comments:

Post a Comment