მე რომ შენ მიყვარხარ, ვინმეს თუ უყვარდი,
ვინმე თუ გხატავდა ფერსა და გამაში,
უშენოდ ყოფნაა ისე დამთრგუნავი,
ვით ბედისწერასთან პეპელას თამაში.
ზღვების, ვით ქარების, მიქცევა-მოქცევა
ჩემს ვნებას ვერ იჭერს თოკით და არტახით,
ხანდახან მოდიხარ, როგორც საოცრება
და ზეცად გახურავს ვარსკვლავთა ჩარდახი.
ბავშვივით ბუშტების გაბერვით ვერთობი
და ზეცად ფარფატით გავუშვებ ღრუბლებთან,
სისხლისღვრას ვით ასცდა ჭკვიანი ზენონი,
მშვიდობის მტრედის მაქვს არსი და ბუნება.
ჩემი ხარ, ჩემი ხარ, გულმა ეს მიბრძანა,
არ დაგთმო, არ მივგცე ზეციდან მოისართ,
მე ვარ ამ სამყაროს წყევლაც და ნირვანაც
და ყველა სამსხვერპლოს შენს ფეხთით მოვიტან.
No comments:
Post a Comment