Tuesday, January 23, 2024

ჩამჩქერების ხმაურია (სიმღერა) ბეჟო ბეჟიტაშვილისთვის


ჩანჩქერების ხმაურია, 

ცვივა ალმასი,

ბამბასავით თეთრი ნისლი 

მთიდან ცად ადის,

ზღაპრულია ლურჯი ზეცა, 

საფირონია, 

ღვინო ქვევრში ჩანაწური 

მზა მირონია.


მისამღერი

გადავძახოთ მთელ ქვეყანას ჰერიო,

ვადღეგრძელოთ რაინდი და ბერიო,.

მარდად ცხენებს შემოვასხდეთ, ჰერიო,

მოვიტაცოთ ქალი მშვენიერიო,


მზეს დაუდგეს ოქროს ტახტი, 

სხივად იღვრება,

გამოზარდოს ვაჟკაცები 

უნდა გმირებად,

მთვარე ტბაში ირეკლება, 

ვარსკვლავთთანხლებით,

თითქოს ციცინათელები 

იყოს ამდენი.


მისამღერი

გადავძახოთ მთელ ქვეყანას ჰერიო,

ვადღეგრძელოთ რაინდი და ბერიო,.

მარდად ცხენებს შემოვასხდეთ, ჰერიო,

მოვიტაცოთ ქალი მშვენიერიო,


რა ლამაზი ჰანგებია ტყიან ჭალებში

სიხარულის ნაპერწკლები კრთიან თვალებში,

,,მადლი ქენი, ქვაზე დადე", 

გამიგონია,

სიკეთეს და სიყვარულსაც 

ფრთები ჰქონია.


მისამღერი

გადავძახოთ მთელ ქვეყანას ჰერიო,

ვადღეგრძელოთ რაინდი და ბერიო,.

მარდად ცხენებს შემოვასხდეთ, ჰერიო,

მოვიტაცოთ ქალი მშვენიერიო,







No comments:

Post a Comment