ეჭვების ბუნტი
ქარები დაქრიან, აწყვიტეს სადავე
და მთვარემ აპრუწა ტუჩები ბუტია,
ეს მე ვარ არეულ ამინდის სათავე,
ეს ჩემში აშლილი ეჭვების ბუნტია.
ფიქრები ასე რომ უჩუმრად მოდიან
ღიმილით მიპყრობს და კლანჭებით ავაზობს,
ხვალე კი ყოველთვის იმედი როდია,
იქნება ის ხვალეც არაფერს მთავაზობს.
ტალღები ასკდება ჯებირებს და იხევს
სუსხია გგონია, თან სუსხსაც არა ფენს,
ლოდინი ძაფივით დროს თითზე დაიხვევს,
შემატოვ დაღლილი თვალებით არაფერს.
სიტყვები ვერ მაძლევს ნუგეშს და ვერც შვებას,
არ ვიცი, არ ვიცი, არ ვიცი რა მიჯობს,
ოცნება ციდან რომ დაიწყებს დაშვებას
მე მინდა მიწაზეც ღრუბლებზე აბიჯოს.
სიშორე შუაში ზღვასავით რომ გვიწევს,
ქარები ამღვრეულ ტალღებს მე მისევენ,
ვიცი რომ სიმართლის მოსმენა მომიწევს,
ხვალისთვის შორია, დღეს იყოს ისევე.
ეკა
6 ოქტომბერი, 2015წ.
No comments:
Post a Comment