დავსერე სივრცე და სად აღარ გეძებე,
დაღლილი მივდევდი გზაწვრილებს, ბილიკს,
უეცრად ლამაზი ყვავილი შევნიშნე,
რომ დასთამაშებდა სხივები დილის.
გარს შემოვუარე, დავყნოსე, დავნამე,
ცრემლები მდიოდა, არ ვიცი, რატომ,
მივხვდი, რომ ცხოვრებამ მზის გული მაჩუქა,
შენ ხარ ის ყვავილი და აღარ ვდარდობ.
No comments:
Post a Comment