Saturday, October 16, 2021

სატრფიალო -საშაირო

 თუ კი შენ აღარ გინდივარ,

არც მე მოვიკლავ თავსაო,

ჩამომიქროლებს ალალი, 

წამიყვანს მაღლა მთასაო,

იქ დამახვედრებს სასახლეს,

ცვარ დამინამავს თვალსაო,

შენ მაინც ვერ დაგივიწყებ, 

ავახმაურებ ბანსაო.


No comments:

Post a Comment