Wednesday, October 13, 2021

შენს სახეს ვხატავ (სატრფიალო)

 შენს სახეს ვხატავ, ვუხამებ ფერებს,

რბილზე რბილია შენი ნაკვთები,
და ნეტავ, რა ფერს ავირჩევ ისევ, ,
რომ დაგიხატო ოლეანდრები.
სურვილებს ვიკლავ, არ მინდა გნახო,
რომ დავიწყების ფარდამ დამფაროს,'
მაგრამ სიზმრებში ისევ შენ გიწვევ,
შენ გჩუქნი სულეთს და მთელ სამყაროს.
ეს დარდი მსურდა შენთვის გამენდო,
შენა მყოლოდი ერთადერთ ხატად,
მაგრამ ცხოვრებამ ცვილად დამადნო,
იქნებ დაგენთო იმ ეულ სანთლად.



No comments:

Post a Comment