სადმე ჩამოვჯდე და ცოტა გავთბე,
მე შემოგხედავ, როგორც ჩემს მერმისს,
რომელიც სითბოს, სიცოცხლეს მაძლევს.
შენ კი არ ვიცი, რას იტყვი ჩემზე,
ოცნების კოშკებს ზღაპრებში აგებ,
იქნებ წარსულთან გადავდოთ ხიდი
და იმ ბედნიერ ხანაში დავრჩეთ.
როცა ვიყავით მგონია ერთად,
და ერთმანეთის ვიცოდით გემო,
არ დაგავიწყდე, მინდა, არასდროს,
სიყვარულო და სიცოცხლევ ჩემო.
No comments:
Post a Comment