Thursday, October 14, 2021

როგორ მინდა, რომ გიყვარდე (სატრფიალო)

როგორ მინდა რომ გიყვარდე,

როგორ მინდა, რომ გინდოდე,

ფოთლებივით ქარში ერთად

დავფრინავდეთ, მიმოვქროდეთ,

აღარ ჩადგეს ქარიშხალი

ვნებების და სურვილების

და შენ, ჩემი ნატვრისთვალი

ჩემს ალერსში იძინებდე.

შემეხები, როგორც სურვილს,

როგორც შენს დიდ მონატრებას,

დამიკოცნი მკერდს და  ტუჩებს,

მეც სიცოცხლე მემატება.




No comments:

Post a Comment