Sunday, October 17, 2021

შენ იქ მეძახი!

რა ლამაზია ეს მთა-ბარი ლაღად გაშლილი,
ოქროს თაველი, შენი თმების ფერს რომ მაგონებს,
მწვერვალებია უკან ფონზე ნისლით წაშლილი,
ჩუმად დამდგარან ამა ქვეყნის სადარაჯოზე.
მთიდან ნიავი ტოტებს ნაზად ელამუნება,
ვერხვის ჩრდილებში შეყუჟულა ჩიტი ღაბუა,
შენ იქ მეძახი, სადაც ღამე დღეს უერთდება
და მზის ნათელი ლანდ-ჩრდილებად გარდასახულა.
მეც მოვალ, მოვალ, შევერთვები მზისფერ ჩქერალებს
და ბედნიერი უნდა ვიყოთ ჩვენ იმ საღამოს,
შენ ამიტაცებ და გამაფრენ ცაში ჩიტივით,
დილის მზის სხივმა გაღვიძება რომ არ დაგვასწროს.
მაია დიაკონიძე
17.10.2021წ.


No comments:

Post a Comment