მე შენს ხელებში ვცახცახებდი,
როგორც ფოთოლი, ვნებით და ჟინით,
შენ კი მკოცნიდი გახელებით
და აღმაფრენით, არ გვქონდა ძილი.
და როცა წყურვილდაურვებულთ
დაგვადგა დილა, დაგვინთო ცეცხლი,
ჩვენ ისევ მოვწყდით ამ სამყაროს
და ზეცას შევწვდით.
No comments:
Post a Comment