რაზედ გინამავენ ცრემლნი თვალებს,
ცაზე ვარსკვლავივით აელვარდი,
მე კი ბუხრის ნათელს ძლივსღა ვაფრქვევ.
სულში ჩაგდგომია ნდომის ქარი,
ვნებით ახამხამებ ლამაზ თვალებს,
მთებზე ამინდია ნისლიანი,
განა, ველოდები ლამაზ დარებს?!
ჩემი დარდი ხარ და შენზე ვფიქრობ,
სულში ამოსულხარ ია-ვარდად,
მაგრამ, ვაი, რომ სიყვარულის
დრო კარგა ხანია დამიმთავრდა.
No comments:
Post a Comment