Thursday, October 21, 2021

შენ მოხვედი და...(სატრფიალო)

შენ მოხვედი და გამოიღო გულის ფანჯარა,
ოთახში უცებ დატრიალდნენ თეთრი მტრედები,
თითქოს ათასმა მზემ, ვარსკვლავმა შემოანათა
და შემოცურნენ ჩემს თვალებში ზღვა იმედებით.
და რა ნათელი, რა ფაქიზი გახდა სამყარო,
ჟღერს სიმფონია და ჰიმნია მრავალ ათასთა,
რომ დედამიწა სიყვარულის დიდი ბუშტია
და ლაჟვარდ ცაშიც სიყვარულმა აათამაშა.
მაია დიაკონიძე
21.10.2021წ.

No comments:

Post a Comment