Tuesday, October 12, 2021

მე ევა ვარ და შენ კი ადამი (სატრფიალო)


მე ვარ მაცდური, საკინძეს ვიხსნი,
რომ დაგანახო მთელი სამყარო,
და ვერვინ ჩემგან შენ ვეღარ გიხსნის,
მინდა შენს გულში ცეცხლად მატარო.
ვგრძნობ, რომ გიყვარვარ და გელანდები,
ღამ-ღამ ოცნების ქარში მიგონებ,
სულს გიხუთავენ ვნების წვიმები,
"მიყვარხარ" ასე ლაპარაკობენ
წვიმის წვეთები, არ უჩანთ ბოლო,
ჩემს მუხლისთავებს ეხები სიზმრად,
და მაგნოლია გარეთ რომ გლოვობს,
დასასრულია ღამეულ ფიქრთა.
ახლა მალე სულ ჩემთან იქნები,
შენი ვიქნები მხოლოდ და მხოლოდ,
მე ევა ვარ და შენ კი ადამი,
აღარ ექნება ჩვენს ტრფობას ბოლო.

No comments:

Post a Comment