Sunday, October 17, 2021

როცა ვიყავით ერთად და ერთნი (სატრფიალო)

როცა  ვიყავით ერთად და ერთნი,

ვგრძნობდი შენს სურნელს, ტუჩების გემოს,

ეზავებოდა პალიტრას ფერი..

სისხლიფერს ზევით ატმისა ერთო,

იფურჩნებოდა თითქოსდა ვარდი,

ფურცლიდან ფურცლად დიოდა ვნება,

და შენი სისხლის ყოველი წვეთი

ეწაფებოდა ჩემს სხეულის ვენად.

არ ვიცი, თუ აქვს სიყვარულს ფერი,

გემო, სურნელი, ან სულაც ბგერა,

ეს შენ იყავი, ის ერთადერთი,

რომ ამიყვანე შენს გულში მძევლად..



 

No comments:

Post a Comment