ეს რა უცაბედად დამატყვევე,
ეს რა უცაბედად შემიყვარდი,
თვალში დამედინე სევდის ცრემლად,
გულში მთებივით შემიქანდი.
ეს რა სცოდნია სიყვარულსო,
ყურში მიჩურჩულა ბადრმა მთვარემ,
ახლა შენც გაიგებ, ჩემო მკვლელო,
რატომ ხან ვიკლებ და ხან ვიმატებ.
No comments:
Post a Comment