კარგა ხანია აღარა სჩანხარ,
ხომ არ გიმსხვერპლა დრომ და რუტინამ,
შენი თვალების ელვარე ბაღჩას
გაფერმკრთალებამ ხომ არ უწია?!
მომნატრებია შენი ლექსები,
ირეკლებოდა სხივებად თვალში,
ახლა კი, ვხედავ, ქარივით სევდა
მერქნიდან ლექსებს ქერქივით გაცლის.
შენ იძირები ყოფითის ტევრში
და ზოგჯერ ღვინო ყველაფერს გიჯობს,
სულ ცოტა თუკი მოგენატრები,
იქნებ, ლექსები მომიძღვნა,ბიჭო!
მაია დიაკონიძე
19.10.2021წ.
No comments:
Post a Comment