ოჰ, როგორ მომწონს, ჩემო ბატონო,
ჩემი გულისთქმა და ფიქრი გესმით,
იქნება ხელი გამომიწოდოთ,
არ გადავაწყდე ქვა-კლდეთა ჯებირს.
არ გადამლეკოს ვნებათა ჩქერმა,
იქნება გულიც თქვენი მიბოძოთ,
და დაე, იყოს ღმერთების ნება,
ჩემი სხეულით თქვენზე ვილოცო.
ახლა ვირწევი ოცნების გემში,
გადამფარავენ ტალღები კდემის,
და თუ ცოტათი თქვენ არ მიშველეთ,
ჩემო ბატონო, ტრფობისგან ვკვდები.
No comments:
Post a Comment