ნუ მალოდინებ,ცისკარო!
/ფშაურ კილოზე./
ვმალე და ვეღარ დავმალე,
ფიქრები გულში ნადები...
თვალებ ლოდინით დავღალე,
ვიდრე შენ ამოჰბძანდები.
ასეთ ყოფაში,დილამდე,
რამდენჯერ დამთენებია,
ბევრჯერ ხმამაღლაც ვინატრე:
ნეტაი,მამცა ფრთებია,
წავიდე შასახვედრადა,
გადავიფრინო მთებია,
რო ერთად გამოვიაროთ,
ხიფათიანი გზებია.
ართობდეს არე-მარესა,
ჩვენი წკრიალა ხმებია...
ვერ გეტყვი, თავად მიხვდები,
რაც ამ გულს ცეცხლი სდებია.
სხვა ვარსკვლავები არ მართობს,
მე ვიცი შენი ყადრია,
სხვის შუქი ჩემთვის არ ნათობს,-
მთვარეც რომ იყოს ბადრია.
მაინც შენ მოლოდინში ვარ,-
კაშკაშავ,ლაჟვარდ ფრთიანო...
ნუ მალოდინებ, ცისკარო,
მოსვლა არ დააგვიანო!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი. 2012 წელი.
No comments:
Post a Comment