Monday, October 11, 2021

თვალში თუ ჩამივარდი (სატრფიალო)

თვალში თუ  ჩამივარდი, თითსაც არ ამოვისმევ, 
იქ დაგტოვებ  ნატვრის თვალს, მზეებრ რომ ამოხვიდე,
აგაყოლებ თვალს ზევით, იქიდან შენ მიმზირე,
შენი შესაფერისი მხოლოდ მე ვარ ჭირიმე.
ჩიტიც მე ვარ ნიბლია, რომ მეძახდი, მოვედი,
განა, შემაშინებდა ცხრა ზღვა, ცხრა მთა, შორეთი,
შენი თვალის წყაროდან  წყალი ცოტაოდენი
შევსვი და ჩავიძირე სიყვარულის მორევში.. 



No comments:

Post a Comment