ღიმილი მინდა
შენს საქებელად ქვეყნად სიტყვა არ მეგულება,
როდესაც გიცქერ, მავიწყდება სუყველა წყენა,
თვალებში გიკრთის სიყვარული და ერთგულება.
ყველაზე მეტად, მაგ შენს ბაგეს, ღიმილი შვენის,
როგორც ბნელ ღამეს დაკვესილი ელვის ციალი,
როცა მას ვუცქერ, გამეხსნება სამყაროს ბჭენი
და მავიწყდება წუთისოფლის ორომტრიალი.
შენ გამიღიმე და ითხოვე მერე რაც გინდა,
ხომ კარგად იცი, რომ ცრემლების არ მაქვს ატანა...
ღიმილის მგვრელი,- ანგელოზი მგონია წმინდა,
ხოლო ცრემლების,- ბოროტი და ავი სატანა.
მე აგიშენებ სასახლეებს,- ბროლის და ქარვის,
დაკიდულ ბაღებს,- მშვენიერი სემირამიდის,
შენ რომ გამშვენებს, არ ამშვენებს ღიმილი არვის,
შენც გამიღიმე დალოცვილო, შენი რა მიდის.
არ მენანება შენთვის ოქრო და ვერცხლი წმიდა,
თვალ-მარგალიტი, ოქრომკედით ნაქსოვი ფარჩა,
ამ ყველაფრისთვის მხოლოდ შენი ღიმილი მინდა,
შენი ღიმილით გამისტუმრე ეს ჩემი გარჯა.
სულ გეფერები, ამას ითხოვს მამრული ჯიში,
შენ ხომ ჩემი ხარ, შენი კოცნა ვინ დამიშალოს...
მაგრამ ხანდახან მეპარება მაცდური შიში,
ამდენი კოცნით ეგ ღიმილი არ წაგიშალო!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ.თესალონიკი 15.10.2012 წელი
No comments:
Post a Comment