ჩემი გულის მეუფეო, ჩემო, ჩემო,
რომ იცოდე, უშენობამ გადამღალა,
შენს კოცნას ვერ გავუსინჯე ჯერაც გემო,
მარტოობის ტყვე ვიქნები ამაღამაც.
მსურს ნათობდე ჩემთვის, როგორც ბადრი მთვარე,
მონატრების და სურვილის ქარად ჰქროდე
და თვალებში, ისე თბილად ჩამეღვარე,
განშორება არ მომინდეს არასოდეს!
No comments:
Post a Comment