აღსარება!
1.ჰე,ღმერთო,არც ვიცი,საიდან დავიწყო,
ან ბრალი რამდენად მიმიძღვის ამაში...
ყოველი ძალიან მარტივად დაიწყო,
როგორაც სანთელთან პეპელას თამაში.
2.შემინდე უფალო,რამეთუ მკვლელი ვარ...
დამტანჯეს სიზმრებმა,განსჯამ და ფიქრებმა,
ვიცი,რომ შევცოდე და დასასჯელი ვარ,
იმედის სხივი კი მაინც არ მიქრება.
3.მე დროის მკვლელი ვარ...საკუთარ დრო~ხანის,~
თქვენგან რომ მებოძა,ამ ქვეყნად შობისას;
რამდენსაც ელოდი,ვერც ვმკე,ვერც მოვხანი,
ამიტომ ღირსი ვარ დატუქსვა~გმობისა.
4.ჯერ წამებს ვხოცავდი...წუთებს და საათებს
კვალში მივაყოლე დღეებიც კვირებიც...
ნახოცი თვეებიც ვამატე სხვა ათებს
და... წლებად დაგროვდნენ გულანატირები.
5.ვერც რამე ვაშენე,ვერც ვხატე,ვერც ვწერე,
ვერც მამულს ვექეცი შემწედ და ზვარაკად,
წინაპართ ლანდებსაც კი ვერ მოვეფერე,
ხსოვნას რომ შემორჩნენ მითად და არაკად.
6.„უძღები შვილივით"გზა განვვლე ამაო,
ვერ გამოვიყენე ვერც ერთი ხელობა,
შენ,მწყემსო კეთილო,მოძღვარო,მამაო,
გვედრი,რომ შემინდო მე დროის მკვლელობა!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი.21.04.2016 წელი.
No comments:
Post a Comment