Wednesday, October 20, 2021

,, კ უ ნ წ უ ლ ა ლ ე ქ ს ე ბ ი ! " ზ ე ვ ს ი და ლ ე დ ა .ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ციკლიდან :

,, კ უ ნ წ უ ლ ა ლ ე ქ ს ე ბ ი ! "
ზ ე ვ ს ი და ლ ე დ ა .
შ ე ნ ისეთი ქათქათა ხარ ,
როგორც გ ე დ ი !
და თამამად შეხედვაც
ვერ გამიბედავს ...
მ ე ც რომ ვიყო , უფრო
ყ ბ ე დ ი და თ ა ვ ხ ე დ ი ,
შ ე გ ე რ წ ყ მ ო დ ი , ისე ,
როგორც ზ ე ვ ს ი ~ ლ ე დ ა ს !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
18 . 07 . 2021 წელი .

კომენტარები:
Janina Xergiani
თუკი ვინმემ ერთხელ მაინც კი გაბედა,
მონდომება ბარიერებს სულ ლეწავდა,
მთავარია სიყვარული გდევდეს ბედად,
იქნებ ერთხელ სიბერეშიც კვლავ გეცადა.
არ უნდა ასწავლო ხეზე ასვლა ყველასა, ინდე 🤣🤣🤣
პატივისცემით ჯანინასაგან 

ელგუჯა ციგროშვილი
Janina Xergiani ლექს~კომენტარის პასუხად ჯანინას :
1 . კაცის ჭკვაზე რიგება ,
ქალის წმინდა ვალია ,
თუმცა სუყველა კაცი
არის მედღე~ხვალია ,
სადაც თქვენი კისერი ,
იქვე ჩვენი ხმალია ,
გმადლობთ დარიგებისთვის
მეგობარო ხ~ვალია !
2 . სარკეში რომ ჩავხედავ ,
ისევ ჯეილადა ვარ ,
,, ცურვისას თუ ხელს იქნევ , ~
უფალიც შეგეწევა" ...
თუკი ,, მაცდევინებენ ,"
მე ამ წუთშიც მზადა ვარ ,
სად ველოდო სიბერეს ,
რავი როდის მეწვევა !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
16 . 10 .2021 წელი .

Janina Xergiani
რქები ჯერ არ ამოსვლია ერთ ბებერსაო თხასაო,
მუხლებიც აღარ მტყუნობდა, დაკუნტრუშობდა მთასაო ,
მარტოხელების საჯიჯგნად ნუღარ გაიხდი თავსაო,
მაგრამ როცა თავს ასე გრძნობ აზრი აღარ აქვს თქმასაო..
კიიდევ დიდი პატივისცემით ხ-ვალიასაგან

ელგუჯა ციგროშვილი
Janina Xergiani ლექს~კომენტარის პასუხად ჯანინას :
1 . ,, ავი ძაღლი თვითონ არ ჭამს ,
თან ღრენს , რომ არ ჭამოს სხვამო "...
,, არც გაფრინდეს , არც მოფრინდეს ,
აბა , რა ქნას პეპელამო ? "
2 . შინაარსიც ვერ გავიგე
,, ბებერ თხის და იმის რქების ,"
ვერც აზრი გამოვიტანე
თქვენი ,, ბრძნული დარიგების ."
3 . ან ვინ არის მარტოხელა ,
ან ჯიჯგვნას ვინ მეპირება ?
ნუ ინაღვლი , მაგნაირებს
ყველას დედა ეტირება !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
17 . 10 . 2021 წელი

Janina Xergiani
ელგუჯა ციგროშვილი მართალი ხარ პროფესორო რა მრჯის რაღა მეჭირება,
,,ბებერ" ხარის რქაც კი ხნავსო, მე ეს აღარ მეწყინება,
საქმე ისე მიდის ვხედავ ყველას დედა გვეტირება,
სახელ-გვარის მოფიქრება მეცინება, მეცინება ,
,,ხ-ვალია"🤣🤣💖

No comments:

Post a Comment