ქარში მეძებდი, გატაცებულს, ეულად შთენილს,
ამ ცხოვრებამ ხომ ჩვენ არ მოგვცა სულ მცირე შანსიც,
შენ მიყურებდი და მეგონა, დადგება ბოლო
ტანჯვა-წამების, აინთება ზღაპრული თვალი,
მაგრამ არ მოხდა, რაც მინდოდა, რაც გულით მსურდა,
შენ მოიტანე სხვა მზის, სხვა ზღვის, სხვა ზეცის კვალი,
საოცარია, მე იმ ქალის ცხოვრება მშურდა
და ვერ ვიკლავდი ნაწამები გრძნობების წადილს.
No comments:
Post a Comment