ციკლიდან :
,, ვნების კვირა . "
მკვდარი დღეები .
1 . ვატყობ , სიხარულს ვერ
მომიტანს მე ხვალის დილა ,
არც თავს ვიტყუებ და
ტყუილად არც ველოდები ...
მკვდარი დღეები , ჩემს
ფეხებთან ისე დაყრილან ,
ვით ძველ ციხესთან , ~
ხავსიანი , შავი ლოდები .
2 . ,, ყოფნა ?! " ,, არ ყოფნა ?! "
საკითხავი მართლაც ეს არი ! "
იქ მივალ , სადაც
ჰორიზონტზე ოაზისს ვხედავ ;
რეალურად კი ... ხელში
მრჩება გული მკვნესარი
და უიმედო ამოკვნესა :~
,, ვ ა ი მ ე , დ ე დ ა ვ ! "
3 . ,, აღთქმულ მიწამდე " ვერ
იქნა და ვეღარ მივედი ,
ვერც ოქროს ცვარი ვერ
ვაპკურე ლექსების ბწკარედს ...
ვ უ ც რ უ ე ბ ყველას , ~ ვისაც
ჰქონდა ჩემი ი მ ე დ ი ,
ვ ა ტ ყ უ ე ბ ყველას , ~ ს ა კ უ თ ა რ
თ ა ვ ს , ყველაზე მწარედ !
4 . ყოველ საღამოს , მეორე
დღის იმედებს ვლესავ ,
ნ ი კ ა ლ ა ს ა ვ ი თ დამარწყულებს
მე ჭიქა ღვინო ...
ღ მ ე რ თ ო ! მაშორე , კაცი ბრიყვი , ორპირი , ქლესა ,
რომ მის ტ ა ბ ლ ა ზ ე , ~
ლ უ კ მ ა ც კი არ ამატეხინო !
5 . დავრჩე მ შ ი ე რ ი , არ
ჩამიკლა ოღონდ ღ ი რ ს ე ბ ა ,
ვერც მ ე ფ ი ს კარზე
დამითვლიან წყალობის ლუკმებს ...
მე ვერ ვისწავლე
მ ე დ რ ო ვ ე თ ა ქება ~ დიდება ,
არც ის კაცი ვარ , ვინც ც რ უ
ხ ა ტ ე ბ ს საკმეველს უ კ მ ე ვ ს !
6 . ბევრს ავაცილე ჩემს
გარშემო დავიდარაბა ,
ბევრჯერ იმათაც , თ ვ ა ლ ე ბ შ ი
რომ ნ ა ც ა რ ს მაყრიან ...
მაგრამ რომ დადგეს არჩევანი :~
,, მ ე " თუ ,, ბ ა რ ა ბ ა ? "
ეჭვიც არა მაქვს , ბ ა რ ა ბ ა შ ი
ბევრნი გ ა მ ც ვ ლ ი ა ნ !
P . S . 7 . ს ი კ ე თ ე ვთესე და
მომკითაც ვიმკე ს ი კ ე თ ე ,
ისე მოვდივარ , არ მომყვება
არავის ვ ა ლ ი ...
განა იმიტომ , ვინმეს ც უ დ ი
რომ გავუკეთე ?
ა რ ა , უბრალოდ , ~ ბ ა რ ა ბ ა ს
აქვს ,, ძ ა ღ ლ ი ს ი ღ ბ ა ლ ი ! "
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი . 21 .08. 2014 წელი.
No comments:
Post a Comment