Wednesday, October 13, 2021

მხოლოდ შენთვის მომიცია ნება (სატრფიალო)

 შენში რაღაც გამოუცნობს ვხედავ,

და მიზიდავ ვით პეპელას ალი,

მითხარ რამე ჯადოსნური სიტყვა,

აბრიალდეს გულში ნაპერწკალი.

ჯინივით ვარ დამწყვდეული ბოთლში,

ჩქარა, თორემ ამოხეთქა ვნებამ,

შენ მოგანდე ჩემი გულის მწყემსვა,

მხოლოდ შენთვის მომიცია ნება.



No comments:

Post a Comment