Wednesday, October 13, 2021

იმისი ხარ (სატრფიალო)

 შენ დარდობ და თვალებიდან ცრემლი მოგდის

და აჩნდება ყვავილიან მწვანე მინდორს,

თითქოს იებს შავი ყვავი გულებს აცლის,

აჩენს ველზე ჭრილობებს და გულის ღიობს.

ვხედავ, გული გეწურება ყურძნის მტევნად,

ტკბილი არის მაინც შენი ყურძნის წვენი,

ვინც შენს სიტკბოს იგემებს და ბადაგს შესვამს,

იმისი ხარ, მთლიანიც და დანარჩენიც.

 

 

No comments:

Post a Comment