რომ დამეკარგე ჰორიზონტიდან?!
მე ისევ მზად ვარ შენ მოგისმინო
შენი ლექსების ბერგამოტიდან.
ჩავეფლოთ სადმე ზღვისპირა ხედში
და ავშრიალდეთ, როგორც პალმები,
შენ მეტყვი სიტყვებს, ართქმულს და თქმულსაც
და ამ ბგერების ნისლში გავქრებით.
სიტყვა-სიტყვით და ასო-ასოთი,
გავითბოთ სული ცივი, ნაზამთრი,
ვისკი და მანგო დავაგემოვნოთ
და სიყვარულის ჩავნთქათ "ნაფაზი".
No comments:
Post a Comment