Wednesday, October 13, 2021

და მაინც...(სატრფიალო)

 ოჰ, რა ტკბილია შენი ალერსი,

ტანზე რომ წითელ ვარდებად მაყრის,

რა უნდა იყოს მით უარესი,

მოდიხარ სიზმრად, უფრთებო ღამით.

თითქოს ფრენამაც დაკარგა აზრი,

მოდიხარ ჩემთან დაჭრილი ფრთებით

და მაინც წითელ ვარდებად მაყრის

შენი სიტყვებიც და შენი ლექსიც.


No comments:

Post a Comment