Monday, October 11, 2021

მოხვალ სიზმრად! (სატრფიალო)

გადაავსებს ამ სამყაროს ვნებები, 
გადალეკავს ოკეანის ნაპირებს,
მოხვალ სიზმრად,  ტუჩზე   მომეფერები, 
მოვუსმენ შენს მაჯისცემას, ნაბიჯებს.
ადის ცაში ოხშივარი ცრემლების,
თითქოს შენი ცრემლის გემოც ვიცანი,
თუკი, კარგო,  ასე ძლიერ გიყვარდი,
რად არ გახდი ჩემი გულის ხიზანი.
რად არა თქვი, სიყვარული მახეა
და მეც ჩიტი, ამ მახეში გავები,
ეს სხეული თვით სამოთხის ბაღია,
შეგიფარებს, გრძნობებისგან დასეტყვილს..
,





No comments:

Post a Comment