Wednesday, October 13, 2021

ნუთუ გიყვარვარ?! (სატრფიალო)

 ოჰ, როგორ სევდით შემომანათე

შენი უსაზღვროდ ლაღი თვალები,

ნუთუ გიყვარვარ და ვერ კი ამბობ,

ნუთუ გიყვარვარ და მემალები.

და სიყვარულიც ტვირთია ზოგჯერ,

ტარება გიჭირს, თუმცა კი გინდა,

ხანდახან, ვიცი, არ გყოფნის ღონე,

ატარო მძიმე, დიდი და წმინდა.

მეც მოგაშველებ ჩემს სათუთ ხელებს,

არ გეგონოს რომ დაგტოვო მარტო,

ერთად ვატაროთ ეგ მძიმე ტვირთი,

შენც არ იცი, რომ ჩემს გულში სახლობ.

 

No comments:

Post a Comment